Subscribe to De Re Publica to get a private link for listening in your favorite podcast player. Learn about RSS.
De re publica ორგანიზაცია სტუდია გეორგიკას პოდკსატია, რომლის მიზანია სამოქალაქო ნაციონალიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის, თანამედროვე ისტორიის, კულტურული იდენტობისა და ქართული სახელმწიფოებრივი აზრის განვითარების დინამიკის შესწავლა-ორგანიზება-გავრცელება.
კვირაში ერთხელ საკითხის ექსპერტ მკვლევარებთან ერთად განვიხილავთ ქართული სახელმწიფოს ფორმირებას და შევეცდებით, შევქმნათ რესპუბლიკის 3 წლიანი ისტორიის სრული სურათი.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვიმედოვნებთ, რომ ქართული სახელმწიფოს იდეის ჩამოყალიბების მთლიან პერიოდს მოვიცვავთ.
Episode details
Comments
პოდკასტის De re publica-ს მეოთხე ეპიზოდით ვიწყებთ იდენტობათა ე.წ. ციკლს. ვსაუბრობთ ზაალ ჩხეიძესთან ერთად ქართულ ლიტერატურაზე: გამოვლინდა თუ არა მოდერნული სახელმწიფოს იდეა ქართულ მწერლობაში; როგორ გადავიაზრეთ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულსა და მეოცეს დასაწყისში ჩვენი ეთნო და ინტელექტუალური მემკვიდრეობა; სუვერენული სახელმწიფოს არარსებობამ როგორ უბიძგა მკითხველს ისტორიული ფაქტების მხატვრულ ლიტერატურაში ეძებნა და შედეგად როგორ შეიქმნა ის გაყინული ეთნო ფორმები, რომლებიც დღესაც განსაზღვრავენ ჩვენს იდენტობას.