De re publica
De Re Publica
2 - საერთაშორისო აღიარება
0:00
-29:02

2 - საერთაშორისო აღიარება

სტუმარი: ბექა კობახიძე

პოდკასტი De re publica-ს მეორე ეპიზოდში ვაგრძელებთ საუბარს ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად და განვიხილავთ, როგორ მოიპოვა საქართველომ საერთაშორისო აღიარება. ეპიზოდი პირობითად ორ ნაწილად იყოფა - დასაწყისში ვსაუბრობთ, როგორ აღიარა აგრესორმა რუსეთმა ჩვენი სუვერენიტეტი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, მეორე ნაწილი კი ეთმობა პოტენციურ მოკავშირე დასავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდში 100 წლისწინანდელ ამბებს განვიხილავთ, მარტივი შესამჩნევია კავშირი თანამედროვეობასთან: რა შეცდომებს უშვებს დასავლეთი, რატომ არ ესმის აღმოსავლეთ ევროპის საჭიროებების და თავის მხრივ - რა ზრახვებით მოძრაობს იმპერიალისტი რუსეთი?

0 Comments
De re publica
De Re Publica
De re publica ორგანიზაცია სტუდია გეორგიკას პოდკსატია, რომლის მიზანია სამოქალაქო ნაციონალიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის, თანამედროვე ისტორიის, კულტურული იდენტობისა და ქართული სახელმწიფოებრივი აზრის განვითარების დინამიკის შესწავლა-ორგანიზება-გავრცელება.
კვირაში ერთხელ საკითხის ექსპერტ მკვლევარებთან ერთად განვიხილავთ ქართული სახელმწიფოს ფორმირებას და შევეცდებით, შევქმნათ რესპუბლიკის 3 წლიანი ისტორიის სრული სურათი.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვიმედოვნებთ, რომ ქართული სახელმწიფოს იდეის ჩამოყალიბების მთლიან პერიოდს მოვიცვავთ.